среда, 22 мая 2019 г.

გამოსავალი კომპანიებისათვის !

როგორ ავიყვანოთ სამსახურში კვალიფიციური პერსონალი !?

ყველა კომპანიის HR-სამსახურისათვის ცნობილია ის ფაქტი, რომ გამოცხადებულ ვაკანსიაზე, როგორც წესი ბევრი მსურველია, მაგრამ სპეციალისტები თითქმის არ არიან.
არც ის არის გამოსავალი, როდესაც აქცენტს აკეთებენ მხოლოდ გამოცდილებაზე.

შეიძლება ადამიანს ჰქონდეს მუშაობის გამოცდილება და ეს გამოცდილება იყოს „დამახინჯებული“. რა საკვირველია ეს წესი არ ეხება ყველა სპეციალობას, მაგრამ ბევრისათვის დამახასიათებელი ფაქტია.

მაგალითად გაყიდვების მენეჯერებს, სუპერვაიზერებს, დისტრიბუტორებს, მერჩენდაიზერებს და სხვებს - უმეტესწილად არ გააჩნიათ არავითაღი სპეციალური მომზადება და ისინი ითვისებენ სპეციალობას ქაოტურად და აბსოლუტურად უსისტემოდ. აქედან გამომდინარე შესაბამისი შედეგებიცაა.

მაშინ, როდესაც კომპანია არჩევს პერსონალს უკვე სპეციალური პროგრამებით მომზადებული კადრებიდან თავისთვის მისაღებ კანდიდატურას - კომპანია თავის თავად არის მომგებიან პოზიციაში.

რეკრუტინგის სააგენტო „Best Staff” გამოგიგზავნით (კომპანიის მოთხოვნის საფუძველზე) უკვე მომზადებულ და შემოწმებულ კანდიდატებს შემდეგი სპეციალობების მიხედვით:
1)      გაყიდვების აგენტი (გაყიდვების მენეჯერი)
2)      სატელეფონო ოპერატორი
3)      სუპერვაიზერი
4)      დისტრიბუტორი - სავაჭრო წარმომადგენელი
5)      მერჩენდაიზერი
6)      სავაჭრო კონსულტანტი / პრომო-აგენტი
7)      სამედიცინო წარმომადგენელი
8)      პროგრამისტი (IT - სპეციალისტი)
9)      ოჯახის დამხმარე (ძიძა)
10)  ტურების გიდი

ღირს თუ არა, დამსაქმებელი კომპანიისათვის სააგენტოსტან თანამშრომლობა?

ჩვენ კარგათ გვესმის, თუ რაოდენ შრომატევადია და საპასუხისმგებლოა კომპანიის HR-სამსახურისათვის პერსონალის აყვანის პროცედურა.

გარდა ამისა, გამოცხადებულ ვაკანსიაზე, კადრის აყვანას საშუალოდ ჭირდება, როგორც მინიმუმ ორი კვირა (ვაკანსიის გამოცხადება, CV-ბის გადარჩევა, გასაუბრების და ტესტირება).

წარმოდგენილი, სამუშაოს მაძიებელთა უამრავი კანდიდატურისაგან, კარგი და კვალიფიციური სპეციალისტები პრაქტიკულად არ არიან.
ამ შემთხევაში, კომპანია იძულებულია, მოამზადოს და „დაატრენინგოს“ (არა მხოლოდ პროდუქტების სპეციფიკასტან მიმართებაში, არამედ სამუშაოს ალგორითმის და პროფესიონალური უნარ-ჩვევების მიმართულებით) შერჩეული კანდიდატები, რაც თავის მხრივ დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.

ერთი მომზადებული და ტესტირებული სპეციალისტის სამსახურში აყვანის დანახარჯები, ჩვენთან თანამშრომლობის შედეგად დაყვანილი იქნება მინიმუმამდე.
რას იგებს ამ შემთხვევაში კომპანია?

1.      დროის ეკონომია - ერთი სპეციალისტის შერჩევის პროცედურის პერიოდს, რომელიც შეადგენს, როგორც მინიმუმ ორ კვირას და რომელიც გულისხმობს:

a.       ვაკანსიის გამოცხადებას
b.      მიღებული ანკეტური მონაცემების გადარჩევას
c.       გასაუბრების და ტესტირების ჩატარებას

2.      უკვე წინასწარ შერჩეული, მომზადებული და ტესტირებული სპეციალისტების არჩევის შესაძლებლობა და სპეციალისტების მომზადებაში თანხების დაზოგვა.
3.      სამსახურში მიღებული კადრის ეფექტიანი გამოყენება, ყოველგვარი აპრობაციის პერიოდის გარეშე (მომზადებული სპეციალისტი, როგორც წესი არ საჭიროებს ადაპტაციის პერიოდის გავლას).


ყველა HR-ი დამეთანხმება იმაში, რომ სამსახურის მაძიებელი ბევრია, ხოლო კვალიფიციური კადრი კი ძალზედ ცოტაა და ზუსტად ამიტომ ჩვენ გვსურს კომპანიების დახმარება პროფესიონალურად მომზადებული კადრებით „მომარაგებაში“.

ჩვენ ვაწვდით კომპანიებს მხოლოდ მომზადებულ და შემოწმებულ კადრებს, კომპანიის HR-მენეჯერი კი არჩევს იქიდან საუკეთესოებს!

დარწმუნებულები ვართ, რომ დაზოგილ დროს, ენერგიას და თანხებს, თქვენ მიმართავთ უფრო მნიშვნელოვანი საქმეების გასაკეთებლად და რაც მთავარია კომპანიის HR-სამსახურის ხარისხობრივი ეფექტიანობა იქნება მკვეთრად გაზრდილი!



რეკრუტინგის სააგენტო “Best Staff”  (571169163)

Комментариев нет:

Отправить комментарий

რეკრუტინგის სააგენტო "Best Staff"

რეკრუტინგი გასაუბრების გარეშე?!

როგორ შევარჩიოთ პერსონალი გასაუბრების გარეშე?! ხელნაწერის საიდუმლო! « ხელნაწერის ანალიზის თანამედროვე მეთოდები » გრაფოლ...