воскресенье, 15 октября 2017 г.

მოლოდინის "ხაფანგი"

მოლოდინის "ხაფანგი"!


„იცხოვრე დღევანდელი დღით და ეცადე, რომ ეს დღე იყოს მაქსიმალურად პოზიტიური და პროდუქტიული, რადგან გუშინდელი დღე ჩაბარდა წარსულს და წარსულს კი ვერ დაიბრუნებ, ხოლო ხვალინდელი დღე - ბუნდოვანი მომავალია და არავინ იცის ხვალ რა მოხდება“                                                                    (დეილ კარნეგი)

ჩვენ ყველა მუდმივად რაღაცას ველოდებით და ხშირად ხდება ისე, რომ ცხოვრება გადის ამ მოლოდინებში ...

რამდენჯერ გვსმენია - „ აი როდესაც მექნება დრო, ფული, სახლი, პირობები - მე აუცილებლად გავაკეთებ (ვიზამ) ...“ , ან „როდესაც მე დავამთავრებ უმაღლეს სასწავლებელს და ცოტა ფულს ვიშოვი - მაშინ ...“

ნაცნობი ამბავია არა!?

ცუდია, თუ კარგია ოცნება მომავალ ცხოვრებაზე?

რა საკვირველია კარგია, მითუმეტეს დამტკიცებულია, რომ პოზიტიური ფიქრები და აზრები განიცდიან მაერიალიზაციას და იგზავნება კოსმოსში დადებითი ინფორმაცია...
მაგრამ ჩვენ ხომ რეალურად ვცხოვრობთ ერთი დღის მონაკვეთში და ზუსტად ეს არის ჩვენი ნამდვილი ცხოვრება. ჩვენ ხომ არ ვცხოვრობთ მომავალ ილუზიებში...

ძალიან ბევრი ახალგაზრდა ადამიანი ელოდება პრესტიჟულ და კომფორტულ სამსახურს. მათ სურთ წარმატებული კარიერა და როგორც წესი კარგი „სასტარტო“ პირობები და შესაბამისი თანამდებობა.

სამწუხაროდ ამის შესაძლებლობა შეიძლება არ იყოს, მთელი ცხოვრების მანძილზე.
როგორ მოვიქცეთ ამ შემთხვევაში?

რა ვქნათ, თუკი არ გვაქვს საკმარისი პროფესიული კვალიფიკაცია და მითუმეტეს გამოცდილება, ან არ გვყავს გავლენიანი ახლობელი?

ამ სიტუაციაში გამოსავალი უფრო მარტივია, ვიდრე შეიძლება, რომ წარმოვიდგინოთ!
დღესვე უნდა დავიწყოთ რაიმე საქმის კეთება!

ამისათვის კი საჭიროა, ჯერ მარტივი და ელემენტარული კვალიფიკაციის მიღება და სამსახურის დაწყება, და დანარჩენი თავისთავად აეწყობა - პრესიჟული და მაღალანაზღაურებადი სამსახურის, თუ კერძო ბიზნესის სახით.

კი მაგრამ - რა არის ეს მარტივად ხელმისაწვდომი სპეციალობები?

პასუხი - ეს არის დღეისათვის ყველაზე მოთხოვნადი ისეთი სპეციალობები, როგორც მაგალითად:


  • ·         გაყიდვების აგენტები (მენეჯერები);
  • ·         სატელეფონო ოპერატორები;
  • ·         სავაჭრო ქსელის კონსულტანტები;
  • ·         მერჩენდაიზერები;
  • ·        სუპერვაიზერები და სავაჭრო წარმომადგენლები;
  • -     სამედიცინო წარმომადგენლები
  • ·         პრეზენტატორები და კოპირაიტერები;
  • ·         ტურისტული გიდები;
  • ·         პროგრამისტები



აქ არსებობს კიდევ ერთი დადებითი მხარე!

მაშინ, როდესაც ადამიანი ითვისებს აღნიშნულ სპეციალობებთან მიმართებაში - ადამიანებთან კომუნიკაციის და საქმის ორგანიზების უნარჩვევებს - ეს ბუნებრივად გამოადგება შემდგომში წარმატებული საქმიანობისათვის - ეს იქნება სამსახური, თუ ბიზნესი.

და ბოლოს მოკლე რეზიუმე - რეკომენდაციების სახით!

  • ·         დაიწყეთ იმით, რისი საშუალებაც გაქვთ დღეს!
  • ·         ნუ გადადებთ ხვალისათვის!
  • ·         ნუ მისტირით წარსულში დაკარგულ შესაძლებლობებს!
  • ·         დაიწყეთ მარტივით, მიიღეთ სპეციალიზაცია და თქვენ აუცილებლად მიაღწევთ თქვენს სასურველ ოცნებას!
  • ·         ეცადეთ გააკეთოდ კარგათ ის საქმე, რასაც დღეს აკეთებთ და თქვენ შეიძენთ პროფესიონალის უნარჩვევებს, რაც გამოგადგებათ ნებისმიერი სახის საქმიანობაში!
  • ·         წარმატება კარიერაში და ბიზნესში იწყება ადამიანებთან ურთიერთობით და ეფექტიანი კომუნიკაციის ცოდნით!

„მე საერთოდ წარმოდგენა არა მაქვს, თუ როგორ აწყობენ ავტომობილებს ... სამაგიეროდ მე ვიცი როგორ ვიურთიერთო ადამიანებთან“                (ჰენრი ფორდი)




რეკრუტინგის სააგენტო
«Best Staff»

Tel. 571 169 163

E-mail : beststaff155@gmail.com

რეკრუტინგის სააგენტო "Best Staff"

რეკრუტინგი გასაუბრების გარეშე?!

როგორ შევარჩიოთ პერსონალი გასაუბრების გარეშე?! ხელნაწერის საიდუმლო! « ხელნაწერის ანალიზის თანამედროვე მეთოდები » გრაფოლ...