суббота, 22 апреля 2017 г.

როგორ დავიწყოთ სამსახური?!

ყველაზე მარტივი გზა სამსახურის დაწყებისავის!


რატომ არის რთული სამსახურის „შოვნა“?

კომპანიების HR-მენეჯერები იძახიან, რომ სამსახურის მაძიებელი ბევრია, მაგრამ სპეციალისტები კი ძალიან ცოტა...

ეს გასაგებიც არის, იმიტომ რომ, ძნელად დასაჯერებელია, მაგრამ მაგალითად ისეთ ყველაზე მოთხოვნად პოზიციაზე, როგორიცაა „გაყიდვების მენეჯერი“, სათანადოთ მომზადებული სპეციალისტების მძაფრი დეფიციტია.

მიზეზი?

მიზეზი კი ის არის, რომ არ არსებობს იგივე გაყიდვების მენეჯერების მომზადების სპეციალიზირებული კურსები (ის, რომ კომპანიებში გაყიდვების მენეჯერებს უტარებენ ე.წ. ტრენინგებს - გასაყიდი პროდუქტის თემაზე, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ გაყიდვების მენეჯერები ფლობენ გაყიდვების ტექნიკებს და გაყიდვების პროცესის ალგორითმს).



ცხადია, რომ ნებისმიერ სამსახურში (და ნებისმიერ პოზიციაზე) საჭიროა სპეციალური უნარჩვევები და პროფესიონალური ცოდნა, რისი მიღებაც შესაძლებელია ან სპეციალიზირებული კურსის გავლის, ან პრაქტიკული გამოცდილების მიღების საშუალებით.

მაგრამ, საიდან მივიღოთ იგივე გამოცდილება, თუკი სამსახურს ვერ ვშოულობთ?

ამასთან ერთად, ბევრი ადამიანი მისთვის სასურველი პოზიციის დაკავების მოლოდინში, უქმად კარგავს თვეებს და წლებსაც და იშვიათად თუ დაფიქრდება იმაზე, რომ ამ ხნის განმავლობაში პარალელურ რეჟიმში შესაძლებელია  სხვა სამსახურის დაწყება.


მაშ როგორია ის გზა, რომელიც მოგვცემს საშუალებას დავიწყოთ სამსახური ისეთ ყველაზე მოთხოვნად სპეციალობებით, როგორიცაა:

/ გაყიდვების მენეჯერი / სატელეფონო ოპერატორი / მერჩენდაიზერი / სავაჭრო წარმომადგენელი / სუპერვაიზერი / სავაჭრო ქსელის კონსულტანტი / ძიძა / დისტრიბუტორი / და სხვა.

თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ რეკრუტინგის სააგენტოს - „Best Staff”-ს, გააფორმოთ ხელშეკრულება, გაიაროთ სპეციალიზირებული ტრენინგი (სრულიად უფასოდ) და მიიღოთ კვალიფიკაცია (და სერტიფიკატი).

 რის შემდეგაც სააგენტოს მიერ, თქვენი კანდიდატურები პირველ რიგში წარდგენილი იქნება კომპანიებში, შესაბამისად მათი მოთხოვნების თანახმად.
თქვენ აითვისებთ სპეციალობას, დაიწყებთ სამსახურს და აღარ დაკარგავთ სამსახურის ძიებაზე დროს.


იმოქმედეთ და გისურვებთ წარმატებას!

რეკრუტინგის სააგენტო - <Best Staff>

კონტაქტი:

tel. 593667218     e-mail:  hr.contact100@gmail.com      Blog:  http://beststaff100.blogspot.com

четверг, 13 апреля 2017 г.

საუკეთესო გუნდი - თქვენი კომპანიისათვის!

საუკეთესო გუნდი - თქვენი კომპანიისათვის!

„ადამიანი, რომელმაც შეცვალა ყველაფერი!“ - ფილმი, სადაც ბრედ პიტი თამაშობს - ბეისბოლის გუნდის მწვრთნელის მთავარ როლს და რომელიც გადაღებულია რეალურ მოვლენებზე დაყრდნობით.


დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ უეჭველად გექნებათ ნანახი ეს ფილმი...



ამ ფილმში ბრედ პიტის (ტრენერის) მიზანია - შექმნას კონკურენტუნარიანი ბეისბოლის გუნდი, მიუხედავათ კლუბის შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობებისა.

მისი სტრატეგია და მეთოდი იყო აბსოლუტურად განსხვავებული და მდგომარეობდა - მოთამაშეების სარგებლიანობის (Key Performance Indicators, KPI) და სტატისტიკური მონაცემების მიხედვით - გუნდის ფორმირებაში.



ის არ ცდილობდა, რომ გუნდში აეყვანა განთქმული, პოპულარული (და შესაბამისად ძვირადღირებული) მოთამაშეები, არამედ არჩევდა ნაკლებადცნობილი და შეიძლება ერთი შეხედვით, უპერსპექტივო მოთამაშეებს.

მთავარი აქ იყო მოთამაშის სპეციალიზაცია და ის სათამაშო მახასიათებლები, რომლებიც  მის ძლიერ მხარეთ ითვლებოდა.

შედეგად, ამ პრინციპით ჩამოყალიბებულმა გუნდმა, მოიგო ბეისბოლის მსოფლიო სერია, რომელიც არ მოუგია 86 წლის განმავლობაში.



ზუსტად იგივე პრინციპი „მუშაობს“ ბიზნესში და კორპორატიულ მენეჯმენტში!

როგორ განვახორციელოთ საუკეთესო გუნდის ფორმირება, ჩვენს ხელთარსებული ადამიანური და ფინანსური რესურსების გამოყენებით?

რა კრიტერიუმებით შევაფასოთ ადამიანები და როგორ შევარჩიოთ გუნდის ლიდერი?

ეს და ბევრი სხვა პრობლემა წარმოიქმნება, ნებისმიერი სახის პროექტის რეალიზაციის დროს.

პროექტების განხორციელებისას, კომპანიები ხშირად მიმართავენ - დავალებების გაცემის და შესრულების მკაცრი კონტროლის პრაქტიკას, რის შედეგადაც ბევრი პროექტი წარუმატებელი ხდება.

რატომ?

საქმე ისაა, რომ დინამიურად ცვლად ბიზნეს-გარემოში, ინსტრუქციების მკაფიო შესრულება, კომპანიისათვის შეიძლება ზიანის მომტანიც აღმოჩნდეს, რადგან ზღუდავს ოპერატიულობას და მოქნილობას, აგრეთვე ამცირებს შემოქმედებით და არასტანდარტულ მოქმედებათა ალბათობას.

იბადება კითხვები, თუ:

  • ·         როგორ გავზარდოთ ადამიანთა ერთობლივი (გუნდური) მუშაობის ეფექტიანობა?

  • ·         რა ფაქტორები და როგორ უნდა გავითვალისწინოთ, თუ გვსურს რომ ჯგუფის სამუშაო პროცესი იყოს მაქსიმალურად ეფექტიანი?

  • ·         როგორ უნდა უხელმძღვანელოდ ჯგუფის მუშაობას?

  • ·         რატომ მუშაობენ - ერთნი ერთად უკეთესად და უფრო ეფექტიანად, ვიდრე ცალ-ცალკე? სხვები კი, ნიჭიერი და საქმეში გამოცდილნი, ერთ გუნდში მუშაობისას, უფრო დაბალ შედეგებს აღწევენ - ვიდრე ცალ-ცალკე?



ამ კითხვებზე პასუხები მოცემულია - გუნდური მუშაობის აღიარებულ მეთოდიკაში, რომელსაც სამწუხაროდ ბევრი კომპანია არ იყენებს.

კომპანიები, რომლებიც ცდილობენ მოიზიდონ ნებისმიერი ტალანტი, საუკეთესო ცოდნისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტები, რომლებსაც კი იპოვიან, ხშირად მოლოდინის შესაბამის შედეგს ვერ აღწევენ.

საიდუმლო იმაშია, რომ გუნდი არაა სხვადასხვა თანამდებობის ადამიანთა უბრალო ერთეული. გუნდი ინდივიდთა გაერთიანებაა, რომლის ყოველი წევრი თამაშობს თავის სპეციფიურ და მისთვის ბუნებრივ როლს.



ჩვენ შეგვიძლია, სპეციალური ტესტირების მეთოდიკის გამოყენებით შევარჩიოთ თქვენი გუნდისათვის ზუსტად ის კანდიდატურები, რომლებიც გაზრდიან გუნდის საერთო ეფექტიანობას და გადაწყვიტავენ პროექტებთან დაკავშირებულ ყველა ამოცანას.

მოგეხსენებათ, რომ მთავარია მაინც საბოლოო შედეგია!

თქვენ შეგიძლიათ შეუკვეთოთ:

  1. გუნდის ფორმირების Masrer-Class- ის ჩატარება;
  2. გუნდის ფორმირების პროცესში - საკონსულტაციო მომსახურეობა;
  3. გუნდის ფორმირების პროექტის მენეჯმენტი;






მენეჯმენტის აკადემიის „ბიზნეს-ლაბორატორია“

კონტაქტი:

 Tel. 593667218     E-mail:  hr.contact100@gmail.com  

 Facebook: „მენეჯმენტის აკადემია“                 BLOG :  Beststaff100.blogspot.com






რეკრუტინგის სააგენტო "Best Staff"

რეკრუტინგი გასაუბრების გარეშე?!

როგორ შევარჩიოთ პერსონალი გასაუბრების გარეშე?! ხელნაწერის საიდუმლო! « ხელნაწერის ანალიზის თანამედროვე მეთოდები » გრაფოლ...