четверг, 23 марта 2017 г.

ტრენინგების «დევალვაცია» !

ტრენინგების «დევალვაცია» !
ანუ, რატომ აღარ არის ტრენინგების მიმართ ინტერესი?!



ტრენინგების ორგანიზატორების აზრით, ტრენინგების მიმართ ინტერესის დაქვეითების ძირითადი მიზეზები მდგომარეობს - მოსახლეობის გადახდისუნარიანობის შემცირებაში და  დაბალ დონეში.

მაგრამ, მხოლოდ ამაშია საქმე?

ბევრი ახალგაზრდა დარწმუნდა, რომ ტრენინგების გავლის შედეგად, სერტიფიკატის მიღება არ ნიშნავს სამსახურში მოწყობის გარანტიას. თავის დროზე, „მიბაძვის პრინციპიდან“ გამომდინარე, დაიწყო ტრენინგ-ცენტრების გახნასთან დაკავშირებული ნამდვილი „ბუმი“ და ბევრი ე.წ. ლექტორი სასწრაფოდ „გადაკვალიფიცირდა“ - ტრენერად.


რაც შეეხება ტრენინგების პროგრამებს, ამ მიმართულებით ტრენინგები ტარდება თითქმის ყველა არსებულ და არარსებულ ბიზნეს-მიმართულებით.
პირველ რიგში უნდა განისაზღვროს, თუ რას წარმოადგენს და რა შინაარსობრივი დატვირთვა აქვს საერთოდ ტრენინგებს.

ტრენინგები ტარდება, არსებული და მომუშავე პერსონალის გადამზადების და პროფესიონალური უნარჩვევების განვითარების მიზნით.
ამიტომაც არის, რომ ტრენინგები ძირითადათ ტარდება კომპანიების პერსონალისათვის და არა სამსახურის მაძიებლებისათვის.

როგორ ფიქრობთ, ორკვირიანი (და თუნდაც ერთთვიანი) ტრენინგის გავლის შედეგად, რამდენად შესაძლებელია რომ მსმენელი გაერკვიოს და დაეუფლოს ისეთ დისციპლინებს (სპეციალობებს), როგორც მაგალითად: მარკეტინგი, მენეჯმენტი, ფინანსების მართვა, საბანკო საქმე და ა.შ.  

რა საკვირველია - ეს არის უტოპია!

სხვა საკითხია, როდესაც ტრენინგები ტარდება ისეთ სპეციალიზაციასთან მიმართებაში, სადაც საჭიროა სპეციალიზირებული უნარჩვევების განვითარება და აპრობირებული სტანდარტების ცოდნა.


მაგალითისათვის შეიძლება მოვიყვანოთ ყველაზე მოთხოვნადი და ამასთან ერთად, (სპეციალობის ათვისების თვალსაზრისით მოთხოვნის თვალსაზრისიტაც) - ყველაზე „იგნორირებული“ ისეთი სპეციალობები, როგორც: გაყიდვების აგენტები, სატელეფონო ოპერატორები, სავაჭრო ქსელის კონსულტანტები, დისტრიბუტორები და სავაჭრო წარმომადგენლები, სუპერვაიზერები, მერჩენდაიზერები და სხვა.

რატომღაც აღნიშნული სპეციალობებით მომუშავე პერსონალი (ან სამსახურის მაძიებელი) არ თვლის  სპეციალური დონის ცოდნის და მომზადების მიღებას საჭიროდ.
შედეგად ვიღებთ „კუსტარულად“ (მიუხედავათ ტექნოლოგიური აღჭურვილობის) და არაპროფესიონალურად მომუშავე პერსონალს.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ბევრი დამსაქმებელი-კომპანიის HR-სამსახური, პირველ რიგში კანდიდატებისაგან ითხოვს გამოცდილებას, რაც ერთის მხრივ უთუოდ მნიშვნელოვანი ფაქტორია და მეორეს მხრივ - გამოცდილება შეიძლება იყოს, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური (და უარყოფითი).

რა არის უფრო მარტივი და ადვილი - შეასწავლო უცხო ენა იმას ვინც წლების მანძილზე არასწორად სწავლობდა, თუ იმას ვინც თავიდან პირველად იწყებს სწავლის პროცეს?

ამიტომ, კომპანიებისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სწორად მომზადებული და კვალიფიკაციის მქონე კადრების შერჩევა, ზუსტად რომ ზემოთ აღნიშნულ სპეციალობებზე.

რაც შეეხება უშუალოდ ტრენერთა კვალიფიკაციას - აქ ტრენერების საკმაოდ „ჭრელი“ შემადგენლობაა.

ობიექტურობის თვალსაზრისით, შეიძლება ითქვას, რომ ბევრი ტრენერი არის საკმაოდ მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი, მაგრამ უმეტესწილად ტრენინგებს ატარებენ ადამიანები, რომლებიც ვერ ამყარებენ აუდიტორიასთან კომუნიკაციას და არც იციან, თუ როგორ მიაღწიონ ამას.

მათი ტრენინგები ამსგავსება მომაბეზრებელ ლექციებს და არავითარი შედეგი ამას არ მოაქვს.

არის მეორე უკიდურესობაც!

ზოგიერთი ტრენერი იმდენად არის გადახრილი სხვა და სხვა სატრენინგო თამაშების მიმართ, რომ საბოლოო ჯამში იგნორირებული რჩება ტრენინგის ძირითადი მიზნები.
ასე თუ ისე, საკმაოდ ბევრ ტრენერს თვითონ არა აქვს გავლილი კურსი, თუ როგორ უნდა ტარდებოდეს ტრენინგები. ანუ მათ არ გააჩნიათ, ტრენინგების ჩატარების შესაბამისი კვალიფიკაცია, რომელსაც ვერ ჩაანაცვლებს ვერც „დოქტორობა“ და ვერც „პროფესორობა“.

ასე მაგალითად არსებობს ტრენინგი-ტრენერებისათვის, რომელზედაც იხილება ისეთი საკითხები, როგორც:

  • ·         - როგორ გავხდეთ უნიკალური ტრენერი და გავზარდოთ ბიზნეს-ტრენინგების ეფექტიანობა;
  • ·         - როგორ ვაწარმოოთ მოლაპარაკებები კომპანიებთან (ტრენინგების ჩატარების თაობაზე);
  • ·         - როგორ ავარიდოთ ბიზნეს-ტრენერების „ტრადიციულ“ და „პოპულარულ“ შეცდომებს თავი;
  •        - როგორ წამოვიყოლიოთ მსმენელთა ჯგუფი და მივაღწიოთ მათი ათვისების პროდუქტიულობის მაქსიმუმს;


აღნიშნული კურსი შედგენილია TASIS- პროგრამის და „ტრენინგების ჩატარების ბიზნეს-ტექნოლოგიების ცენტრის“ რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც მომზადდა დსთ-ს ქვეყვების ტრენინგ-ცენტრების მუშაობის სპეციფიკის ანალიზის შედეგად.

(მოცემული ტრენინგის შესახებ სრული ინფორმაცია შეიძლება მიიღოთ E-mail-ის მეშვეობით: hr.contact100@gmail.com  ან Facebook- ში:  „მენეჯმენტის აკადემია“)




რეკრუტინგის სააგენტო «Best Staff»     (ტელ. 593667218)

Комментариев нет:

Отправить комментарий

რეკრუტინგის სააგენტო "Best Staff"

რეკრუტინგი გასაუბრების გარეშე?!

როგორ შევარჩიოთ პერსონალი გასაუბრების გარეშე?! ხელნაწერის საიდუმლო! « ხელნაწერის ანალიზის თანამედროვე მეთოდები » გრაფოლ...